ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ გადამწყვეტ კვირას გადის. მისი თქმით, ყოველ დღე ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეჭვი არავის შეეპაროს – “უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს”.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ყოველ დღე ამტკიცებს, რომ უკვე არის ნაწილი ერთიანი ევროპის.
“როგორც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით. ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაწყნარება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. მთელი ეს რეგიონი ყველაზე რთულია, არის უმძიმესი ბრძოლები. მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგოები იქ არიან. ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენს წინააღმდეგ მათ ქმედებებზე. მადლობელი ვარ არმიისა და დაზვერვის, რომელიც ამას უზრუნველყოფს”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებით, სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოვდა 220 მებრძოლი, მათგან 27 გარდაცვლილია.