ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია იყო – ჰარცელი 20 ივნისის დემონსტრაციაზე

0
174

საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით,ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია ჩატარდა – ასე გამოეხმაურა, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი, 20 ივნისს გამართულ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ მშვიდობიან და მრავალრიცხოვან აქციას.

ჰარცელის თქმით, ის რაც მან გუშინ იხილა, იყო ქართველი ხალხის სურვილი, რომ ქვეყანამ გამოიყენოს და ხელიდან არ გაუშვას ის შესაძლებლობები, რომელიც ევროკავშირმა მისცა.

“საქართველოს ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით, ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია ჩატარდა, დავინახე, რომ ძალიან ბევრი რიგითი ქართველი გამოვიდა ქუჩაში, რომ საქართველომ გამოიყენოს ევროკავშირისაგან მიღებული შანსი, ასევე გადადგას სწორი ნაბიჯები და რეალური წინსვლა იყოს, საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. კომისიის მიერ, პარასკევს გაკეთებული განცხადება, საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და მოლდოვასთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა იყო. ეს იყო მკაფიო თანხმობა იმისა, რომ საქართველოს აქვს შანსი მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი”, – თქვა ჰარცელმა

ჰარცელი ასევე შარლ მიშელის გაცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის ძლიერი გზავნილი, რომ ახლა ქვეყანამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას.

ასევე გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადება, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს. ის ამბობს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მომავალი ევროკავშირთანაა დაკავშირებული ეს იყო ძლიერი მესიჯი, ამავე დროს საქართველოს მოთხოვნა ნაკლებად იყო დაკმაყოფილებული, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვის, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ახლა გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მისწრაფებების, დემონსტრირების უნდა მოხდეს. ამისთვის, კი საქართველოს აქვს მისწრაფებების სია, რომელიც უნდა შევასრულოთ, ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში, ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნებიც დაეთანხმებიან ევროკავშირის იმ გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგაც გაიჟღერა მკაფიო მესიჯმა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი, საქართველოსვე ხელშია”, – ამბობს კარლ ჰარცელი

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს მოძრაობა “სირცხვილიას” ორგანიზებით “შინ ევროპისკენ” გაიმართა. მოქალაქეები პარლამენტის წინ ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.

წინა სტატიაგამოცდები 2022 – საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა უკვე შესაძლებელია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მიესალმება მარგველაშვილის ინიციატივას და მზადაა შეუერთდეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური