მთავარისიახლეებიუკრაინაში მასობრივი დანაკარგების გამო, რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური გაათავისუფლეს

უკრაინაში მასობრივი დანაკარგების გამო, რუსეთის საჰაერო სადესანტო ჯარების მეთაური გაათავისუფლეს

Published on

ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მასობრივი დანაკარგების გამო, კრემლმა თანამდებობიდან გაათავისუფლა გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი, რომელიც საჰაერო სადესანტო ჯარებს მეთაურობდა.

ინსტიტუტის ცნობით, ახალ მეთაურად გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი დანიშნეს.

“დაუდასტურებელი უკრაინული წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კრემლმა გაათავისუფლა რუსეთის საჰაერო სადესანტო ძალების, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი, რუს მედესანტეებს შორის მასობრივი მსხვერპლის გამო. ოდესის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის პრესსპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა, რომ კრემლმა სერდიუკოვის შემცვლელად დანიშნა ცენტრალური სამხედრო ოლქის ამჟამინდელი შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ ტეპლინსკი.

ISW-ის არ შეუძლია დამოუკიდებლად დაადასტუროს ცნობები ან სერდუკოვის კონკრეტული როლი უკრაინაში შეჭრის დროს, თუმცა თუ ინფორმაცია სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ სერდუკოვია პასუხისმგებელი რუსეთის საჰაერო სადესანტო ქვედანაყოფების ცუდ მუშაობასა და მძიმე დანაკარგებზე, კერძოდ კიევის მახლობლად ადრეულ ოპერაციებში. უწყვეტმა გათავისუფლებამ და რუსი ოფიცრების შესაძლო შიდა წმენდა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დააკნინებს რუსული სარდლობის სუსტ შესაძლებლობებსა და რუსი ოფიცრების ნდობას”, – ვკითხულობთ ინსტიტუტის განცხადებაში.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...