მთავარისიახლეებისრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე - გოშევსკა

სრულიად ვუჭერ მხარს ევროპარლამენტის განცხადებას ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებაზე – გოშევსკა

Published on

არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო – ეს განცხადება პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი, რომელიც კლინიკა ვივა მედთან გააკეთა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა მას ამის საშუალება ჯერჯერობით არ ეძლევა.

მალგოჟეტა გოშევსკა ამბობს, რომ მხარს უჭერს ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებას, თუმცა არა ქართველი ხალხის დასჯას:

“ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით ხარს უჭერს ევროინტეგრაციას, ოპოზიციური პარტიები აბსოლუტურად მკაფიოდ გამოხატავენ მოწოდებასა და მზაობას იმისკენ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული შიდა დაძაბულობისა. გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია. მე მინდა პირადად განვაცხადო რომ მხარს ვუჭერ ასეთ მიდგომას და ვაცხადებ, რომ არ შეიძლება ხალხის და ქვეყნის დასჯა ერთი ოლიგარქის თავგასულობის, სიძულვილისა და პრორუსული განწყობების გამო. ამიტომ სრულიად ვუჭერ მხარს ევროპული პარლამენტს განცხადებასა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე.” ამბობს გოშევსკა.

სიახლეები

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

კონგოში ებოლას ეპიდაფეთქებას 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა - 26 პროვინციიდან 8 უკვე ინფიცირებულია,...

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...