მთავარისიახლეებიმკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე...

მკაფიოდ წერია, თუ ოლიგარქი არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს – ხოშტარია

Published on

მკაფიოდ წერია თუ ოლიგარქი არ იქნება ქვეყანაში, ჩვენ ეს პერსპექტივა წლის ბოლომდე გვაქვს. ახლა არის მოქმედების დრო. მოქმედები გარედან სანქციები, შიგნიდან მშვიდობიანი პროტესტი – “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია ევროკომისიის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი არ დაუჭირა. ხოშტარია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს მოთხოვნებსა და რეკომენდაციებს და ახლა ხალხის ქმედითი ნაბიჯების დროა:

“სურათი არის ძალიან ნათელი, ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია ამ ქვეყნის, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება.
ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის ქვეშ, რაც პრობლემებია პოლიტიკური დევნა, გვარამიას დაჭერა, სააკაშვილის წამება, სასამართლოს მიტაცება, არჩევნების მიტაცება, ეს ყველაფერი მოგვარდება, როდესაც ოლიგარქი, როგორც ამ ყველაფრის თავი, მოშორდება პოლიტიკურ სისტემას. ახლა არჩევანი არის ჩვენზე. ოცნებამ ვერ მოახერხა, რომ ბოლომდე ქართველი ხალხისთვის ევროპას დაეკეტა კარი.” ამბობს ხოშტარია.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...