მთავარისიახლეებიკობახიძის აზრით, ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება

კობახიძის აზრით, ევროკომისიის პირობებში დეოლიგარქიზაცია სააკაშვილს და კეზერაშვილს ეხება

Published on

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ევროკომისიის პირობებში ნახსენები დეოლიგარქიზაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეხება.

კობახიძის აზრით, ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნებოდა ნაგულისხმები და არცაა ნაგულისხმები. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი, ფილანტროპი და ქველმოქმედი, რომლემაც 2012 წელს ამ ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმი დაასრულა.

“ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში, და ესენი არიან ადამიები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ეს ერთი, კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით, ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა”, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......