მთავარისიახლეებიეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების გამო, თქვენი მთავრობა იქცა პუტინის მძევლად -...

ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების გამო, თქვენი მთავრობა იქცა პუტინის მძევლად – გონჩარენკოს მიმართვა ქართველებს

Published on

უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და წერს, რომ დამწუხრებული და იმედგაცრუებულია ამ გადაწყვეტილებით და ღიად ამბობს, რომ უარი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა:

“ძვირფასო, საყვარელო და მეგობრულო ქართველო ხალხო! დღეს ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა და საქართველოს უარი უთხრა.
ძალიან დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს ხელისუფლების გამო, ქართული ელიტის პოზიციის გამო და არა ქართველი ხალხის გამო.
თქვენ დაამტკიცეთ, რომ უნდა იყოთ და იქნებით ევროპის თანამეგობრობის ნაწილი. თქვენ გააკეთეთ, აკეთებთ და აგრძელებთ ყველაფერს უკრაინის დასახმარებლად.
თქვენი მებრძოლები იბრძვიან უკრაინაში მხრებგაშლილები რუსეთის წინააღმდეგ, თქვენ სახლში ბევრი უკრაინელი შეიფარეთ, დადიხართ სოლიდარობის აქციებზე.
მაგრამ თქვენი მთავრობა რუსეთის მძევლად იქცა, პუტინის მძევლად, კრემლის მძევლად. და თქვენ გაქვთ ერთადერთი სწორი გზა:
აირჩიოთ მთავრობა, რომელიც არ იქნება რუსეთის მხარეს, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც დააბრუნებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, აირჩიოთ მთავრობა, რომელიც დაიცავს საქართველოს ინტერესებს და არა პირად ბიზნეს ინტერესებს.
და მე მჯერა, რომ თქვენ ამას გააკეთებთ. უკრაინა ყოველთვის თქვენთანაა,უკრაინა ყოველთვის დაგეხმარებათ, უკრაინა თქვენი დიდი ადვოკატია
დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!” წერს გონჩარენკო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...