მთავარისიახლეებიმარიუპოლში, მასობრივ საფლავებში 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული - ანდრიუშენკო

მარიუპოლში, მასობრივ საფლავებში 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული – ანდრიუშენკო

Published on

მარიუპოლში, მასობრივ საფლავებში 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული – ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

როგორც ის ამბობს, ჯერ კიდეც უცნობია, რამდენი ადამიანის ცხედარია ნანგრევების ქვეშ.

“ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული მასობრივ საფლავებში. ასევე, უცნობია, კიდევ რამდენია ნანგრევების ქვეშ”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ოკუპანტების მთელი სამედიცინო სისტემა, რომელიც მარიუპოლში მოქმედებს, დღეში უფრო ნაკლებ ადამიანს ემსახურება, ვიდრე ერთი თერაპიული განყოფილება ემსახურებოდა ომამდე პერიოდში.

“ეს ყველაფერი ამბობს, რომ უბრალოდ არ არსებობს სამედიცინო სისტემა. არ არის წამალი, არ არის აღჭურვილობა”, – თქვა პეტრ ანდრიუშჩენკომ.

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...