ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? – მედვედევი

0
231

უკრაინის მხრიდან, თხევადი ბუნებრივი აირის მოთხოვნას, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ცინიკური მუქარით ეხმაურება და წერს:

“ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, Lend-Lease-ის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში უბრალოდ გაიყინებიან. ​

ერთი შეკითხვა მაქვს. და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს აღარ აინტერესებთ – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს “ანტი-რუსეთის” პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის წვრილმანია…” წერს მედვედევი ტელეგრამზე.

წინა სტატია“იმ ხალხს რომ 5 წლები და რაღაცეები მიუსაჯეს უაზროდ, უნდა გამოუშვან” – მეუფე სტეფანე 5 ივლისის მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიათუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა – ლომჯარია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური