მთავარისიახლეებირუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა 4 ადამიანი

Published on

რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ქალაქის მერის, ანდრეი ოსას ინფორმაციით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.

“დაახლოებით 3 საათის წინ აპოსტოლოვოს მტერმა “ურაგანებიდან” ესროლა. გარდაცვლილია 4 ადამიანი”, – თქვა მან.

მერმა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა და სთხოვა, ქალაქში ლითონის ნივთებს არ შეეხონ.

დნეპროპეტროვსკის გუბერნატორის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, ოთხივე დაღუპული კაცი იყო. მისივე თქმით, დაბომბვისას კიდევ ერთი ადამიანი დაიჭრა.

“დაშავებული საავადმყოფოშია. ქალაქში დაზიანებულია ათობით სახლი და საავადმყოფო. დაბომბვისას მტერმა კასეტური ბომბები გამოიყენა”, – თქვან რეზნიჩენკომ.

აპოსტოლოვოში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.

სიახლეები

ეს ბიჭები არ არიან დაპატიმრებულები, ესენი არიან ტყვეები -ლიკა გუნცაძე

ივანიშვილის რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა ლიკა გუნცაძე დღეს პროევროპული აქციის დროს დაკავებულების სასამართლო...

სასამართლოზე ირაკლი მიმინოშვილი უჰაერობის გამო ცუდად გახდა

სინდისის პატიმრების პროცესზე შესვენება გამოცხადდა - მიზეზი ერთ-ერთი პატიმრის, ირაკლი მიმინოშვილის შეძლოდ გახდომა გახდა. ირაკლი...

პატივცემულო მოსამართლევ, შეხედეთ ბრალდებულებს, ჯერ არ შეგიხედავთ, ჰგვანან იმ მონსტრებს, როგორადაც მათ ბრალდება გვისახავს? – ცხადაძის ადვოკატი

ბრალდება რომ საუბრობს, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარეობს საფრთხეო, პროკურორი ვერ მიუთითებს, რაში გამოიხატება ეს საფრთხე......