მთავარისიახლეებიმორიგი პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე - მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დღესაც ვერ...

მორიგი პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე – მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დღესაც ვერ დაესწრება

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე დღეს მესამე პრეზიდენტის მორიგი სხდომა გაიმართება. მიხეილ სააკაშვილი პროცესს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, დღესაც ვერ დაესწრება.

ექსპერტები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნაზე მუშაობენ, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

როგორც ადვოკატი, შოთა თუთბერიძე აცხადებს, დასკვნა, რომელსაც “ემპათიას” წევრი ექიმები ამზადებენ, შესაძლოა, დაცვის მხარის ახალი სამართლებრივი სტრატეგიის მიზეზიც გახდეს.

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არსებითად გაუმჯობესებულია არ არის, ამიტომ, არ ვიცი და საეჭვოა, რომ ის შეძლებს დღევანდელ პროცესში მონაწილეობას. დაცვის მხარე იმედოვნებს, რომ ექსპერტების დასკვნა მაქსიმალურად მოკლე ვადაში იქნება მომზადებული. ეს დასკვნა მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველ რიგში ის, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარკვეულწილად გარღვეული იქნება სახელმწიფო მონოპოლია ინფორმაციული. შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი მათ შორის დაცვის მხარის სამართლებრივი სტრატეგიის ფორმირებისთვის”, – თქვა შოთა თუთბერიძემ.

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...