მთავარისიახლეებიე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის პროცესი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.

დაცვის მხარემ, მოსამართლეს პროცესის გადადების შუამდგომლობით მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, მათ წარადგინეს კლინიკა “ვივა მედიდან” დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

ამასთან უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ხშირია შეთავაზება კლინიკა “ვივა მედში” სხდომის ჩატარების, თუმცა პრეზიდენტს აქვს არათუ ტრანსპორტირების პრობლემა არამედ, უშუალოდ მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესში.

“კლინიკიდან გამოგზავნილი ცნობა ადასტურებს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა. ამასთან ხაზგასასმელია ის, რომ ზოგჯერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანები ურევენ, ერთმანეთს ტრანსპორტირებას და მონაწილეობის მიღებას და გვთავაზობენ “ვივა მედში” სხდომის ჩატარებას, უბრალოდ მთავარია ის, რომ პრეზიდენტს პრობლემა აქვს, არათუ წუთიერი ტრანსპორტირების კლინიკიდან სასამართლომდე, არამედ მონაწილეობის მიღების სასამართლო პროცესში”, – ამბობს შოთა თუთბერიძე

ე.წ პიჯაკების საქმეზე სასამართლო 11 ივლისს იმსჯელებს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...