მთავარისიახლეები"ვცდილობთ, დავინახოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, მაგრამ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს" - იუკნევიჩიენე

“ვცდილობთ, დავინახოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, მაგრამ მთავრობა საპირისპიროს აკეთებს” – იუკნევიჩიენე

Published on

პირველ რიგში, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქცევა. ყველას ადანაშაულებს გარშემო, მათ საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, როგორიცაა აშშ, ევროპარლამენტის წევრები, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები. პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა შეხედონ და ეცადონ, მოისმინონ. თუ მეგობრები ამბობენ, რომ რაღაცა არ ხდება სწორად, ეს ნიშნავს, რომ უნდა მოისმინო და გააკეთო, განსხვავებული ნაბიჯები უნდა გადადგა. ვცდილობთ, რომ დავინახოთ საქართველო ევროპულ ოჯახში, მაგრამ სამწუხაროდ, ის, რასაც მთავრობა აკეთებს, საპირისპიროა. ეს არის სიძულვილის ენა, უგულებელყოფა კანონის უზენაესობის, ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჩასმა, მკურნალობის საშუალების არმიცემა, მედიის წარმომადგენლების ციხეში ჩასმა. ამის გაკეთება სანამ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის არმისაღებად, კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.

არ ვიცი რა მოხდება ევროპულ საბჭოში, მაგრამ ახლა რა გვაქვს მაგიდაზე, ჩვენ გაგვაჩნია პარლამენტის რეზოლუცია და ევროპული პარლამენტის ჯგუფის ლიდერების განცხადება. ძალიან დიპლომატიური ენაა გამოყენებული, მაგრამ ერთადერთი დაასკვნა აქედან გახლავთ, რომ საქართველო ჩამორჩება. საქართველო რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი დემოკრატიაში, კანონის უზენაესობაში, ყველაფერში, რასაც ევროპული ცხოვრების გზას ვეძახით, დღეს ტრიოს შორის საქართველო უკანაა ჩამორჩენილი.

– თქვა ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. [ფორმულას სინქრონული თარგმანი]

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....