მთავარისიახლეებირუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ ისტორიას გადაწერენ - აშშ-ს საელჩოს განცხადება

რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ ისტორიას გადაწერენ – აშშ-ს საელჩოს განცხადება

Published on

რუსული დეზინფორმაცია და აგრესია მეზობლების მიმართ – აშშ-ს საელჩო საქართველოში ფეისბუქზე პოსტს ავრცელებს და წერს:

“რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.
ფაქტები კი ასეთია:
1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში
2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში
ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას, ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობა, შეერთებული შტატები თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს. დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა. ” წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში და 2008 წელს, აგვისტოს ომის დრუსულ დეზინფორმაციაზე განცხადება გუშინ, ელჩმა კელი დეგნანმაც გააკეთა და თქვა, რომ განცხადებები თითქოს აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევა ან მეორე ფრონტის ხაზის გახსნა სურს, 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა.როს, რუსი სამხედროების მიერ მოპარული უნიტაზის ფოტოს აქვეყნებს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...