მთავარისიახლეებილისიჩანსკის დაბომბვისას 6 წლის ბავშვი დაიღუპა, ხარკოვში კი 3 მცირეწლოვანი დაიჭრა -...

ლისიჩანსკის დაბომბვისას 6 წლის ბავშვი დაიღუპა, ხარკოვში კი 3 მცირეწლოვანი დაიჭრა – რუსული აგრესიის 111 დღე უკრაინაში

Published on

ომის 111-ე დღეს მძიმე ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტის ხაზზე. ოკუპანტებმა ინტენსიური საჰაერო იერიშები მიიტანეს ქალაქ ლისიჩანსკზე, რასაც 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. განადგურებულია საავადმყოფო და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრი. ქუჩის ბრძოლები გრძელდება ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკშიც. ოლქის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის განცხადებით, მტერი ქალაქის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. ამასთან, უახლოესს დღეებში ლისიჩანსკზე, სევეროდნეოცკზე და ბახმუტზე მასშტაბური იერიშების დასაწყებად ემზადება.
მსხვერპლით დასრულდა მტრის მიერ ხარკოვის ოლქის დასახლებული პუნქტების დაბომბვა. იერიშების დროს 1 ადამიანი დაიღუპა. 5 კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილებს შორის 3 ბავშვია, მათ შორის ერთ-ერთი კი 3 თვის , რომელიც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...