მთავარისიახლეები20 ივნისს "სირცხვილიას" აქციის პარალელურად, ძალადობრივი დაჯგუფება პარლამენტთან კონტრაქციას გამართავს

20 ივნისს “სირცხვილიას” აქციის პარალელურად, ძალადობრივი დაჯგუფება პარლამენტთან კონტრაქციას გამართავს

Published on

ძალადობრივი, პრორუსული დაჯგუფება “ალტ-ინფო” 20 ივნისს პარლამენტთან კონტრაქციას აანონსებს – კოკა მორგოშია “ტვ პირველთან” ამბობს, რომ იმ ადგილას შეიკრიბებიან, სადაც სირცხვილიას აქცია “შინ ევროპისკენ!” არის დაგეგმილი.

“როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, 20-დან 24 ივნისამდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია. არის იმის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ. ჩვენ 20 ივნისს ვაპირებთ ლოკაციებზე შორიახლოს ჩვეულებრივად ყოფნას, არსად კონკრეტულად არ გავდივართ, რომ ვინმემ რაღაც პროვოკაცია არ დაგეგმოს. თუ აქცია ჩატარდება ჩვეულებრივად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, ჩვენც ჩვეულებრივად როგორც შევიკრიბებით, ისე დავიშლებით. ჩვენ რომ მოქმედებაში შევიდეთ, უნდა მოხდეს დაახლოებით 20 ივნისის სცენარი, როდესაც ვნახავთ, რომ ძალოვან სტრუქტურებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს ნაციონალური მოძრაობა და მისი ანასხლეტები თავს ესხმიან. ჩვენ პოლიციის დაცვა არ ვართ. იმედი გვაქვს, რომ პოლიციას დაცვა არ დასჭირდება, მაგრამ თუ ამ ქვეყანას დასჭირდება, მხოლოდ პოლიციის იმედად არ ვიქნებით”. – ამბობს მორგოშია.

აღსანიშნავია, რომ სირცხვილიას მიერ ორგანიზებულ 20 ივნისის აქციაზე გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა. თქვა, რომ მოსალოდნელია პროვოკაციები და მთავრობა კანონის ფარგლებში ამას არ დაუშვებს. ღარიბაშვილს არ განუმარტავს საიდან აქვს ინფორმაცია შესაძლო პროვოკაციის შესახებ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...