მთავარისიახლეებითქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა - პაატა ბურჭულაძე "ოცნებას" მიმართავს

თქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა – პაატა ბურჭულაძე “ოცნებას” მიმართავს

Published on

“ომი გინდათ? …ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან!” – პაატა ბურჭულაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

პაატა ბურჭულაძე წერს, რომ თუ “ქართული ოცნების” უმსგავსო პოლიტიკის გამო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველო ვერ მიიღებს, მმართველ პარტიას ომი ექნება საქართველოს მოსახლეობასთან:

“ახლა მე მაქვს შეკითხვა ,,ოცნებასთან”:
ომი გინდათ?!!!!!
თუ თქვენი უმსგავსო პოლიტიკის და გზავნილების შედეგად არ მოგვანიჭებენ ევროპის წევრობის კანდიდატის სტატუსს,ომი გექნებათ საქართველოს მოსახლეობასთან.

სანამ წარუმატებლობას ოპოზიციას გადააბრალებთ კიდევ ერთხელ და უმჯობესია ბევრჯერ გადაიკითხეთ ევროპარლამენტის რეზოლუცია.

თუ თქვენთვის ის დამამცირებელი,შეურაცხმყოფელი და სიცრუეა,საქართველოს მოქალაქეებისთვის ის უაღრესად სამართლიანია.

ჩვენთვის დამამცირებელი იყო, როდესაც ევროპა შეგნებულად თვალს ხუჭავდა თქვენს გაყალბებულ არჩევნებზე და შანსს გაძლევდათ გამოსასწორებლად.
დღეს მთელი მსოფლიო მიხვდა თუ რა მავნებლები და გადამგდებლები ხართ.

ეხლა,რაც შეგეხებათ თქვენ პიროვნულად!

უნდა შეეგუოთ მწარე სიმართლეს: თქვენ ჩაგითრიათ და დაგღუპათ ბიძინა ივანიშვილმა.მასთან ერთად ყოფნა კარგი რომ ყოფილიყო ვერ დამასწრებდით.მე ვიყავი პირველი ვისაც მეპატიჟებოდა და ამაში დიდ ფულსაც მთავაზობდა და დღეს თქვენგან განსხვავებით მე შემიძლია,ჩემს შვილებს,მეგობრებს და საქართველოში ყოველ მოქალაქეს, რა პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ქონდეს,არ შემრცხვეს და თვალებში ჩავხედო.

იმ სიტუაციიდან გამომდინარე,რაც დღეს საქართველოში და მსოფლიოშია ერთადერთი სწორი ნაბიჯია იქნება,რომ გაემიჯნოთ მას.ნუ მიიღებთ საქართველოს უკუსვლაში მონაწილეობას.

ბიძინას უკვე არაფერი ეშველება.მას უკვე იმდენი ბოროტება აქვს ჩადენილი,რომ ვერ აცდება სასჯელს ვერც აქ და ვერც საზღვარგარეთ.ნუ აყვებით პრემიერის და მისთანა ხელისბიჭების უაზრო და მავნებლურ განცხადებებს, მათ სხვა გზა აღარ აქვთ და იძულებულები არიან იძახონ სისულეები,რომლისაც თვითონ არ სჯერათ. ნუ გამოუცხადებთ ომს საკუთარ ხალხს და მასთან ერთად თქვენს ოჯახის წევრებს.განსაკუთრებით თქვენს შვილებს.ისინი უდანაშაულოები არინ და მათ ხომ უნდა იცხოვრონ ამ ქვეყანაში.

თუ ომს აირჩევთ იცოდეთ,აუცილებლად დამარცხდებით.
მესმის,რომ არის მთავრობის რამოდენიმე წევრი,რომლებსაც უკვე ძალიან შეტოპილი აქვს უმსგავსოებაში,მაგრამ დიდ ნაწილს ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სახე.

რაც შეეხება სტუდენტებს:

გეთანხმებით,რომ თქვენ გაქვთ პრობლემები,რომელსაც აპროტესტებთ,მაგრამ პირველ რიგში უნდა დაიცვათ თქვენი და მთელი საქართველოს მომავალი.ასე,რომ ჩემო საყვარლებო,მოკიდეთ ხელი თქვენს მეგობრებს და 20 ივნისს 20 საათზე ყველანი უნდა მიხვიდეთ აქციაზე თორემ თუ ამ მთავრობამ გაიმარჯვა,მალე გამოცდებს ჩააბარებთ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიაში და ძალით გათქმევინებენ თუ როგორი ქველმოქმედი,სახელმწიფო მოღვაწე,უაღრესად განათლებული დიდი პოლიტიკოსია და თუ როგორ გადაარჩინა საქართველო ევროპული გარყვნილობისაგან.

ასე,რომ ჩემო მეგობრებო,ეხლა დიდმნიშვნოვლად წყდება საქართველოს ბედი.

გავერთიანდეთ.

თუ აქციაზე ოცნების მხარდამჭერებიც მოვლენ შეურაცხყოფას ნუ მივაყენებთ.მათი მოსვლა ნიშნავს,რომ ევროპულ გზაზე თანამოაზერეები ვართ.

ღმერთი ჩვენთან!!!” – წერს პაატა ბურჭულაძე.

სიახლეები

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

"47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები...

ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული....