მთავარისიახლეებირუსებმა ბრძანება მიიღეს უმოკლეს ვადაში სევეროდონეცკზე სრული კონტროლი მოიპოვონ - გაიდაი

რუსებმა ბრძანება მიიღეს უმოკლეს ვადაში სევეროდონეცკზე სრული კონტროლი მოიპოვონ – გაიდაი

Published on

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ რუსებს დავალება აქვთ მიღებული უმოკლეს ვადებში სევეროდონეცკზე სრული კონტროლი მოიპოვონ. მისი თქმით, ქალაქში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა.

“სევეროდონეცკში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. რუსებმა ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილზე მასიური იერიშები მიიტანეს. ველოდებით, რომ ქალაქის სრულიად ასაღებად მასშტაბურ იერიშებზე და შეტევებზე გადავლენ. ასევე მასიურად შეუტევენ ლისიჩანკი-ბახმუტის ცენტრალურ მაგისტრალს. ბრძანება მიიღეს უმოკლეს ვადებში ქალაქზე სრული კონტროლი მოიპოვონ.

სასიამოვნო ინფორმაცია მოგვაწოდეს ჩვენმა ჯარისკაცებმა რომ სტახანოვის დასახლებაში ვაგნერის დაჯგუფების წევრები, ხოლო რუბივკაში ჩეჩნების რაზმის გაანადგურეს. მხოლოდ ერთი ოკუპანტი გადარჩა. ამ ეტაპზე პრაქტიკულად შეუძლებელია ადამიანების ევაკუაცია ან ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება”, – ამბობს გაიდაი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სევეროდონეცკში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უწყების დილის განახლების მიხედვით, ოკუპანტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქის ცენტრიდან უკუაქციეს. უწყების ცნობით, ქალაქში მძიმე ბრძოლა გრძელდება.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...