მთავარისიახლეებირომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, დღეს ქვეყანა აღარ იქნებოდა, აქ მოაწყობდნენ მეორე...

რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი, დღეს ქვეყანა აღარ იქნებოდა, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს – ღარიბაშვილი

Published on

ამბობენ, რომ ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია, რომ თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა- ამბობს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილმა მიმართა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პარტიას, EPP-ს, რომელმაც “ქართული ოცნება” არაერთხელ გააკრიტიკა დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამო.

“2012 წლამდე არავითარი ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები როგორი წნეხის ქვეშ იყვნენ. და რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ იქნებოდა, რატომ? იმიტომ, რომ იქნებოდა ომში ჩართული და აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს”,- თქვა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგ კი ღარიბაშვილმა ისაუბრა რამდენი რამ გააკეთა “მოკლე პერიოდში” ქართულმა ოცნებამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...