მთავარისიახლეებიპროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაული და გამოავლინეს 500 000 ევროს "ფულის გათეთრება"

პროკურატურის ინფორმაციით, გახსნეს ტრანსნაციონალური დანაშაული და გამოავლინეს 500 000 ევროს “ფულის გათეთრება”

Published on

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და 500 000 ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს.

სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ავსტრიის მოქალაქემ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები მოქალაქეები საჭირო საქონლის მიწოდებაში დაარწმუნა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ბრალდებულის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე, 2020 წლის მარტში, ჩეხურმა კომპანიამ 1 120 000 ევრო, ხოლო 2020 წლის მაისში, გერმანიაში მცხოვრებმა მოქალაქეებმა – 180 000 ევრო გადარიცხეს. წინასწარი განზრახვის შესაბამისად, ბრალდებულმა დამკვეთებს არ მიაწოდა შეკვეთილი საქონელი, ხოლო საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, რითაც დაზარალებულებს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგათ.
ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა. შემდგომში, კომპანიის ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მოახდინეს დაახლოებით 500 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
ბრალდებული ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დაიწყო (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რეზიდენტი იურიდიული პირის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდა (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება), რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს.
ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.” ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს

აქციაზე დაკავებული მუსიკოსი, დავით ხომერიკი პატიმრობაში დატოვეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო. 25 წლის...

ადვოკატის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო

ადვოკატის, გუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით, რეჟიმის პატიმარმა ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, შიმშილობა დაიწყო. "ჟურნალისტ...

ჟურნალისტები მზია ამაღლობელს შემშილობის შეწყვეტას სთხოვენ და სოლიდარობის მორიგ აქციას მართავენ

პარლამენტის უკანა შესასვლელთან "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგი აქცია მიმდინარეობს. აქციას...

“მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში” -ანა ტყებუჩავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 10 თებერვალს გაიმართება. მსახიობს...