მთავარისიახლეებიმოლაპარაკებები დავასრულეთ, მთავრობა "ბორჯომის" აქციონერი გახდება - ღარიბაშვილი

მოლაპარაკებები დავასრულეთ, მთავრობა “ბორჯომის” აქციონერი გახდება – ღარიბაშვილი

Published on

პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მთავრობა ბორჯომის აქციონერი გახდება. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ იცის გაფიცული თანამშრომლების შესახებ და აღნიშნა, რომ არცერთი მათგანი სიმართლის გარეშე არ დარჩება და არ დაიჩაგრებიან. პრემიერმა მინისტრებს დაავალა, რომ საკითხი სწრაფად მიიყვანონ ბოლომდე რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე იჩაგრება.

“ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ბორჯომის აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება ბორჯომის ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის, რომ იტყვიან, თანამფლობელი. ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, საკითხი მთავრობამ საერთაშორისო პარტნიორებთან შეათანხმა და გარიგება საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით გაფორმდა.

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...