მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში გერმანელი სპეციალისტი ერთვება

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევებში გერმანელი სპეციალისტი ერთვება

Published on

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევებში უცხოელი სპეციალისტი ერთვება – ცენტრ “ემპათიას” მოწვევით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას გერმანელი ექიმი, ზოგადი ქირურგი შეისწავლის.

“ემპათიაში” ამბობენ, რომ გერმანიაში მომუშავე სპეციალისტს დიდი გამოცდილება აქვს შიმშლობისა და შიმშილობის შემდეგ კვების დაწყების მიმართულებით. ალტერნატიული კონსილიუმის წევრმა მედიკოსებმა უცხოელ კოლეგას კვლევების ნაწილი უკვე გადაუგზავნეს.

“დოკუმენტაციის განხილვისა და პაციენტის გასინჯვის შემდეგ, გამოიკვეთა ზოგიერთი ექსპერტის დამატების საჭიროება და მათ შორის, უცხოეთში კონსულტაციები. ველოდებით პასუხებს, ინფორმაციას, რომელიც ჩამოგვივა. მკურნალობის პროცესი გრძელდება, ანალიზების რაოდენობა მატულობს. გასაანალიზებელია თითქმის ნახევარი წლის მასალა”,- ამბობს ნევროლოგი, ოთარ თოიძე.

ცენტრ “ემპათიას” მორიგი ვიზიტი კლინიკა “ვივა მედში” დღეს, 14:00 საათზე იგეგმება. დღეს გაფართოებული ფორმატით მოხდება კვლევების ჩატარება. ექიმთა ჯგუფს დაემატება ნეიროქირურგი, გელა მენთეშაშვილი. ის დიდი ალბათობით, თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებას გამოიკვლევს და მესამე პრეზიდენტს ნევროლოგიური კუთხით შეამოწმებს.

გრძელდება სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლა და ექსპერტიზის საბოლოო დოკუმენტის შემუშავება.

“ვეცდებით, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს საექსპერტო დასკვნა, რადგან რაც უფრო მეტად ვსწავლობთ საკითხს, მით უფრო იკვეთება, რომ აქ არის აუცილებელი სერიოზული მიდგომა და შესაბამისი მკურნალობა, დიაგნოსტიკა და რეაბილიტაცია, რაც სამწუხაროდ, 7 თვის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება”- თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილს ექიმების გარდა, კლინიკაში ოპოზიციონერი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე მოინახულებს.

სიახლეები

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს… – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

ქართული თეატრის დღეს გილოცავთ! ვულოცავ ციხეში მყოფ მსახიობებს, საზღვარგარეთ წასულებს, გილოცავთ ყველას, ვისაც სჯერა...

ივანიშვილის სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა...

აქ შეგიძლიათ, იგრძნოთ, რა არის ევროპა რეალურად – მიხაილ როთი წუხელ რუსთაველზე აქციას შეუერთდა

"47-ე დღეა, ხალხი ქუჩაში გამოდის, აპროტესტებს ევროპისთვის, ჩვენი ფასეულობებისთვის, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ისინი მამაცი გმირები...

ბათუმის სასამართლოში მზია ამაღლობელის პროცესი იწყება

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ,,ბათუმელებისა"და ,,ნეტგაზეთის"დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის აღკვეთზე მსჯელობა იწყება. პროცესი 11 საათზეა ჩანიშნული....