მთავარისიახლეები20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

20 წლის კაცი, რომელსაც ბათუმში მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ძელი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა

Published on

20 წლის კაცის მდგომარეობა, რომელსაც ბათუმში, სამშენებლო ობიექტიდან ჩამოვარდნილი საგანი დაეცა მძიმეა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებული ბათუმში საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება, სადაც მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა თავის არეში. ექიმების თქმით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შემთხვევა გუშინ, 12 ივნისს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა კაცს DS გრუპის მშენებლობიდან ჩამოვარდნილი ხის ძელი დაეცა. ბიჭმა გონება დაკარგა და ის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მოქალაქემ კორპუსიდან ნივთის ჩამოვარდნის შედეგად თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სამთო – სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...