მთავარისიახლეებითუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც კი აღარ ერიდებიან - ნიკა მელია

თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს შანტაჟსაც კი აღარ ერიდებიან – ნიკა მელია

Published on

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ევროპარლამენტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ლიდერების განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც მელიამ აღნიშნა, “ქართული ოცნებას” ახლა ორი მთავარი მიზანი აქვს – ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის ბედი წყდება, მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები აკეთონ და ბიძინა ივანიშვილის გული გაახარონ.

“ქართული ოცნების ინტერესი და ამბიცია არ არის იყოს ნაწილი ევროპული ოჯახისა. თუკი აქამდე თვალთმაქცობდნენ, დღეს აღარ ერიდებიან შანტაჟსაც კი. რაც უფრო ცოტა დრო რჩება მნიშვნელოვან 24 ივნისამდე უფრო და უფრო მკვეთრი ანტიდასავლური განცხადებები კეთდება და მეორე მხრივ ეს განცხადებები ემსახურება ბიძინა ივანიშვილის სალბუნად დადებას”, – ამბობს ნიკა მელია.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას უმნიშვნელო, სიმბოლური დოკუმენტი უწოდა, რომელიც “ტყუილებით არის გაჯერებული”. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსიც “სიმბოლურია”, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი “გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს”. ასეთივე შინაარსის განცხადებები გააკეთა კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...