მთავარისიახლეები"თუ კრიმინალებს შეიწყალებს, ერი პასუხს მოსთხოვს" - წულუკიანი ზურაბიშვილზე

“თუ კრიმინალებს შეიწყალებს, ერი პასუხს მოსთხოვს” – წულუკიანი ზურაბიშვილზე

Published on

რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ არ მოიხდის ყველა იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს – კულტურის მინისტრი დარწმუნებით ამბობს, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი საპატიმრო დაწესებულებიდან ვერ დატოვებს.

წულუკიანი პრეზიდენტს ხალხის სახელით აფრთხილებს, რომ თუ ის გადაწყვეტილებას მიიღებს და შეიწყალებს პოლიტპატიმრებს, მაშინ პასუხი მოეთხოვება.

“დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი [მთავარი არხის] აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ არ მოიხდის ყველა იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს.

პრეზიდენტმა [შეწყალებაზე] გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდგომ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს, შეიძლება, არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისათვის პასუხს მოსთხოვს”, – თქვა თეა წულუკიანმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...