მთავარისიახლეებიე.წ. სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა

ე.წ. სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა

Published on

სახელისუფლებო პროპაგანდამ 20 ივნისს დაგეგმილი პროდასავლური აქციის დისკრედიტაცია დაიწყო. სოციალურ ქსელში ე.წ. სისხლიანი ბანერები ისევ გამოჩნდა. ამჯერად მასზე მიხეილ სააკაშვილთან და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სირცხვილიას ის აქტივისტები არიან გამოსახული, რომლებმაც პარლამენტის წინ აქცია “შინ ევროპისკენ” დაგეგმეს.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სამთავრობო მედიები ცდილობენ, “აქციის განეიტრალებას” და იმის წარმოჩენას, რომ თითქოს, ეს აქცია კონკრეტული პარტიის,”ნაციონალური მოძრაობის” მიერაა ორგანიზებული.

“სასწორზე დგას ქვეყნის მომავალი, საგარეო კურსი და როგორი ბანერებიც არ უნდა შექმნან, ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი დადება ფეისბუქზე, არაფერს შეცვლის”, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.

ისინი მოუწოდებენ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, მივიდეს აქციაზე, რათა პარტნიორმა ქვეყნებმა ნახონ, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას.

“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროპაგანდა მაქსიმალურად ცდილობს, ეს აქცია წარმოადგინოს როგორც პარტიული ინიციატივა, მინდა მაყურებელს ვუთხრა, რომ ეს არანაირ კავშირში არ არის რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან. ეს არის ყველას აქცია”, – ამბობს ნოდარ რუხაძე.

აქცია სიმბოლურად 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე გაიმართება. მისი მთავარი მიზანია ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ქართველი ხალხის არჩევანი, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...