უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის ინფორმაციით, 3 ივნისის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების დღიდან 10 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
არესტოვიჩის თქმით, ომში ყოველდღიურად 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება.
მანვე აღნიშნა, რომ ომში რუსი ჯარისკაცების დანაკარგი გაცილებით დიდია და ომში 30 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.
რუსეთის მხარეს დაღუპული რუსი ჯარისკაცების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია 25 მარტის შემდეგ არ გაუვრცელებია. მაშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ რუსი სამხედროების დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1 351 იყო.