მთავარისიახლეები"2008 წელს მაპი არ მოგვანიჭეს მაგრამ რა მოხდა? ქვეყანამ გააგრძელა ინტეგრაცია..." -...

“2008 წელს მაპი არ მოგვანიჭეს მაგრამ რა მოხდა? ქვეყანამ გააგრძელა ინტეგრაცია…” – ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საუბრისას 2008 წლის ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და თქვა, რომ მაშინ საქართველომ MAP-ი ვერ მიიღო, თუმცა ქვეყანამ ინტეგრაცია გააგრძელა.

ამასთან დაკავშირებით კითხვას – აქვს თუ არა განცდა, რომ საქართველო EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, მან არ უპასუხა.

“ხალხს მინდა მივმართო, რომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძლეოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი მოსახლეობის სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყნის განვითარების. მარტივ მაგალითს შეგახსენებთ, 2007 წელი იყო თუ 2008 წელი, ძალიან დიდი აჟიოტაჟი იყო, მოლოდინი გააჩინეს, რომ მაპის მონიჭებით თუ არმონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპი მაგრამ რა მოხდა? ქვეყანამ გააგრძელა ნატო-ში ინტეგრაცია, ჩვენმა ხელისუფლებამ გახსნა ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი. რეალობაში უნდა ვიყოთ. ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ, სამართლიან დამოკიდებულებას, მორჩა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია სავარაუდოდ, 24 ივნისამდე მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭებს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

გუშინ, Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, ჯეკ პაროკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე, ევროკომისია ასოცირების ტრიოს გაყოფას განიხილავს და შესაძლოა, საქართველომ კანდიდატის სტტაუსი ვერ მიიღოს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....