“საქართველოს მთავრობა პრორუსულობის სულ უფრო მეტ ნიშანს ავლენს” – ფრანგული მედია

0
238

„საქართველოს მთავრობა პრორუსულობის სულ უფრო მეტ ნიშანს ავლენს“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული Radio France Internationale. ავტორი, რეჟი ჟანტე წერს, რომ საქართველოს მოსახლეობის სამი მეოთხედი მტკიცედ პროდასავლელია, რის გამოც „ქართული ოცნება“ იძულებულია, ფორმალურად დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკა აწარმოოს, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერები, ამავე დროს, ევროპელი დიპლომატების ღია შეურაცხყოფას არ ერიდებიან. სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ხელისუფლება მთლიანად დამოკიდებული ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა.

ფრანგ ჟურნალისტს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებაც მოჰყავს მაგალითად და წერს, რომ საქართველოს მმართველი პარტია მიზანმიმართულად ანადგურებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

“მაგალითად, მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორს, ნიკა გვარამიას, მაისის შუა რიცხვებში სამწელიწად-ნახევარი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში გამგზავრებამდე. გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის აპარატი უწოდებს, როგორც „კანონიერების პრინციპების უხეშ დარღვევას“ – ვკითხულობთ სტატიაში.

წინა სტატიამარიუპოლი ქოლერას ეპიდემიის დიდი აფეთქების საფრთხის წინაშეა – ბრიტანეთის დაზვერვა
შემდეგი სტატიასად რა ხდება უკრაინის ფრონტების ძირითად მიმართულებებზე – ომის 107-ე დღე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური