მთავარისიახლეებიყველა უნდა იყოს პირნათელი და გულწრფელი ივანიშვილის დამსახურების წინაშე - ჩიქოვანი

ყველა უნდა იყოს პირნათელი და გულწრფელი ივანიშვილის დამსახურების წინაშე – ჩიქოვანი

Published on

“ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ყველა პირნათელი და გულწრფელი უნდა იყოს იმ დამსახურების წინაშე, რაც ბიძინა ივანიშვილის აქვს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. ასე ეხმაურება ის ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს წევრ ქვეყნებს და დემოკრატიულ პარტნიორებს განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება.

“დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, რომ არიან პოლიტიკური ძალები საქართველოში და მათ ჰყავთ საკუთარი ლობისტები, რომლებსაც შესაძლოა შორსმიმავალი გეგმები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით და კანდიდატობის სტატუსის მონიჭება არ მონიჭებასთან მიმართებით აქვთ გარკვეულად სხვა მიზნები, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას.

მე მგონია, რომ ყველა უნდა იყოს პირნათელი და გულწრფელი იმ დამსახურების წინაშე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გააჩნია ამ სახელმწიფოს წინაშე და ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ, რომ არა 2012 წელს მისი თაოსნობით ნაციონალური მოძრაობის დამარცხება, დღეს როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებდით ნაციონალური მოძრაობის პირობებში”, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...