მთავარისიახლეებიკიდევ ერთი უარი მივიღე: თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა - ვბრუნდები...

კიდევ ერთი უარი მივიღე: თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა – ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ქვეყნის მომავალს

Published on

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საქართველოს პოზიციების დასაცავად გეგმავდა საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლას, თუმცა მთავრობისგან მიიღო პასუხი, რომ „უკვე ყველაფერი გააკეთეს“.

„ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში ჩემი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ძალისხმევა არ დამეშურებინა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა დღეს ჩვენი კანდიდატურა.

მინდოდა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში ჩასვლა და შესაძლებელია კიდევ უკრაინაში, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ. რომ არა ის, არ იქნებოდა ეს კანდიდატურის დაჩქარებული პროცესი, მაგრამ კიდევ ერთი უარი მივიღე ამ მოგზაურობაზე. თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა, ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც შემიძლია მთლიანად გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა. მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ.

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...