მთავარისიახლეებისაუბრობენ, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე - ლომჯარია "ბორჯომის" გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

საუბრობენ, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე – ლომჯარია “ბორჯომის” გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

Published on

იმდენად მასშტაბურია ეს პრობლემა, ეხება 400-მდე თანამშრომელს, რომ ვფიქრობ, რომ ეს უკვე არის სახელმწიფოს პრობლემაც – ასეთი განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა, ბორჯომის ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ.

ნინო ლომჯარია დღეს ადგილზე ჩავიდა და თითქმის ერთი საათის განმავლობაში ისმენდა გაფიცულების პრობლემებს.

ლომჯარიას თქმით, იკვეთება სავარაუდო დისკრიმინაციის ნიშნები და ამ საქმეს სახალხო დამცველის ოფისი სწორედ ამ კუთხით შეისწავლის:

“მე მათგან მოვისმინე ისეთი მაგალითები, რაც შეიცავს აშკარად დისკრიმინაციის ნიშნებს. ადამიანებს, რომლებსაც ეკუთვნით შრომის ანაზღაურება, კომპანია არ უხდის იმის მიხედვით, თუ ვის რა როლი აქვს ამ გაფიცვაში. საუბრობენ, ზეწოლისა და დაშინების ფაქტებზე” – თქვა ლომჯარიამ

პარალელურად, პროფკავშირები ამზადებს მუშების კოლექტიურ სარჩელს, რომელსაც უახლოეს დღეებში შეიტანენ სასამართლოში.

შეგახსენებთ, უკვე 10 დღეა ბორჯომის ორივე ჩამომსხმელი ქარხანა პარალიზებულია, მედიაციის პროცესი რამდენჯერმე შედგა, თუმცა უშედეგოდ.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...