მთავარისიახლეებირიჩარდ ჩარნეცკი - სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა...

რიჩარდ ჩარნეცკი – სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები, ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პუტინისთვის

Published on

სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები, ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პუტინისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2008 წელს. პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მიმდინარე ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი“, – განაცხადა ჩარნევიცკიმ.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ დაიმსახურეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.

„ჩვენმა შემდეგმა სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა დაიმსახურეს ეს. ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პრეზიდენტ პუტინისთვის“, – განაცხადა ჩარნეცკიმ.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...