იმით, რომ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, საქართველოს მოქალაქეების ინტერესს ვიცავთ – ჯუანშერ ბურჭულაძე

0
273

თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ფიქრობს, რომ უკრაინისთვის იარაღის ვერმიწოდებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესს იცავს.

ამასთან დაკავშირებით ბურჭულაძემ პარლამენტში ისაუბრა, სადაც მას დეპუტატები მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

“მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები NATO-სთან ყოველ წელს უფრო ინტენსიური ხდება. საქართველო და პირადად მე, ჩემი მინისტრობის პერიოდში ოთხჯერ ვიყავი მიწვეული და ვმონაწილეობდი NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე, შესაბამისად უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციას. უფრო მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით, მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტის რისკისგან”, – თქვა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

წინა სტატიაEU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არავითარი პრაქტიკული შედეგი არა აქვს – კობახიძე
შემდეგი სტატია“თუ ევროპის გზა ბიძინას სანქცირებაზე გადის, არ გვინდა! ჩაიკეტოს!” – “უცნობი” რეზოლუციას ეხმიანება[ვიდეო]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური