მთავარისიახლეებიევროპარლამენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს

ევროპარლამენტი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას უწევს

Published on

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. დოკუმენტს 438-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 65 იყო, 94-მა კი – თავი შეიკავა.ამჟამინდელ რეზოლუციაში ასევე საუბარია მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა, როგორც ცნობილია, თავისი განაცხადები უკრაინის შემდეგ გააკეთეს.რეზოლუციაში ასევე ნახსენებია, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ადეკვატური რეაქციის არარსებობამ რუსეთს აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიების გაგრძელებისკენ უბიძგა, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ.

ევროდეპუტატებმა ასევე მხარდაჭერა გამოთქვეს რუსეთისთვის გაერო-ს ტრიბუნალის მოწყობასთან დაკავშირებით. ასევე, ევროპარლამენტის რეკომენდაციაა უკრაინისთვის აუცილებელი იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდება.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებს.

სიახლეები

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...