მთავარისიახლეებიდაუწესდეს ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს - ევროპარლამენტის რეზოლუცია

დაუწესდეს ინდივიდუალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს – ევროპარლამენტის რეზოლუცია

Published on

რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.

ცვლილება მიღებულია და შევა საერთო რეზოლუციის ტექსტში:

“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე იმ კონტროლის გამო, რომელსაც ის ახორციელებს საქართველოს მთავრობაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის მხრივ; ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნეს კავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე; მოვუწოდებთ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მის მიერ შესრულებული როლის გამო” ნათქვამია ტექსტში.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...