მთავარისიახლეებიქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიასთვის კომპენსაციის გადახდაზე გადაწყვეტილება 3 ივლისამდე უნდა მიიღოს

ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიასთვის კომპენსაციის გადახდაზე გადაწყვეტილება 3 ივლისამდე უნდა მიიღოს

Published on

“რუსთავი 2”-ის მოქმედი მფლობელისგან “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი კომპენსაციას ითხოვს – ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას მოთხოვნაზე გადაწყვეტილება 3 ივლისამდე უნდა მიიღოს.

იმ შემთხვევაში, თუ ნიკა გვარამიას კომპენსაციას არ გადაუხდიან, დავა ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.

“ვერ გეტყვით ვერაფერს, ახლა რას მეკითხებით, ხომ გითხარით უკვე. სად მოგვიწევს და როგორ მოგვიწევს გადანაცვლება, ესეც გაირკვევა მას შემდეგ რაც გეცოდინებათ კომპანიის მფლობელის პასუხი ხომ?!” – თქვა “რუსთავი 2”-ის დირექტორმა, პაატა სალიამ.

“მთავარი არხის” იურისტი, თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ “რუსთავი 2”-მა ნიკა გვარამია უკანონოდ გაათავისუფლა, სწორედ ამიტომ წარმოეშვა მას ვალდებულება, კომპენსაცია გადაიხადოს.

ნიკა გვარამიამ კომპენსაცია 3 ივნისს მოითხოვა – საუბარია 5 მილიონ დოლარზე. უფლებადამცველის, დიტო საძაგლიშვილის თქმით, ქიბარ ხალვაშმა ნიკა გვარამიას “რუსთავი 2”-ის დირექტორობიდან გათავისუფლებით, სასამსახურო ხელშეკრულება უხეშად დაარღვია. კერძოდ, დაირღვა ვადები – ხელშეკრულების თანახმად, მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე აკრძალული იყო, ხალვაშმა კი ნიკა გვარამია 2019 წელს, ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებისთანავე გაუშვა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...