მთავარისიახლეებიმიხეილ სააკაშვილი ვერც ხვალინდელ სასამართლოს დაესწრება

მიხეილ სააკაშვილი ვერც ხვალინდელ სასამართლოს დაესწრება

Published on

მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერც ხვალინდელ სასამართლოს დაესწრება – ამის შესახებ განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მისი თქმით, სურვილი დიდია, თუმცა ჯანმრთელობა მიხეილ სააკაშვილს ამის საშუალებას არ აძლევს. თუთბერიძემ მესამე პრეზიდენტთან ხვალინდელი სასამართლოს დეტალები შეათანხმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს ე.წ. საზღვრის კვეთის მორიგი სხდომაა ჩანიშნული. პროცესი 15 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, გამოძიება გასული წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ედავება.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. ისინი აღიარებენ პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს და გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებული.

სიახლეები

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ -შსს-მ 4 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი:...

აშშ-ის გაფრთხილება საქართველოს მოქალაქეებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია

აშშ საქართველოს იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, ვინც სავიზო ვადები დაარღვია - განცხადებას თბილისში ამერიკის საელჩო...

დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სსიპ - სურსათის...

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...