მთავარისიახლეები"ემპათიას" ექიმები მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ | ექსპერტიზის შედეგები სავარაუდოდ,...

“ემპათიას” ექიმები მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ | ექსპერტიზის შედეგები სავარაუდოდ, 1 კვირაში გახდება ცნობილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტს დღეს ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექსპერტები კიდევ ერთხელ მოინახულებენ. მედიკოსები ექსპერტიზის საბოლოო დასკვნას სავარაუდოდ, 1 კვირაში გამოაქვეყნებენ.

მიხეილ სააკაშვილს ასევე შეხვდება უფლებადამცველი. შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ შეხვედრისას მოახლოებულ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრებს, რომელიც საზღვრის კვეთის საქმეს შეეხება.

“გვაქვს რამდენიმე შესათანხმებელი საკითხი, მათ შორის მოახლოებული სასამართლო პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე. ამასთან, დღესვე დაგეგმილია მორიგი ვიზიტი ექსპერტიზის ჩამტარებელი ჯგუფის, რომელიც აგრძელებს და იმედი მაქვს, მალე მოამზადებს დასკვნას. სირთულეები ბუნებრივია იქნება, თუმცა იმედი მაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს დაცული”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.

მესამე პრეზიდენტს დღეს დედა, გიული ალასანიაც მოინახულებს.

“ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა ჩატარებული. 1 500 გვერდი და ასეთ ციფრებს ასახელებდნენ. ეს ყველაფერი ამ ადამიანებს დამუშავებული აქვთ, ზოგი ნაწილი დასამუშავებელია. კიდევ აპირებენ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია შესვლას, დაემატება ალბათ რაღაც შეკითხვები, პასუხები და დამპირდნენ, რომ მაქსიმუმ 1 კვირაში, ყველაფერი უნდა დასრულდეს”, – თქვა გიული ალასანიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...