მთავარისიახლეები"თქვენი ბრძოლა სამაგალითოა" - ნიკა გვარამიას ბელარუსი ოპოზიციის ლიდერები და ყოფილი პოლიტპატიმრები...

“თქვენი ბრძოლა სამაგალითოა” – ნიკა გვარამიას ბელარუსი ოპოზიციის ლიდერები და ყოფილი პოლიტპატიმრები მხარდაჭერას უცხადებენ

Published on

ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებენ ბელარუსი ოპოზიციის ლიდერები, რომელთა შორის არიან ყოფილი პოლიტპატიმრები. მათ ვიდეომიმართვაც ჩაწერეს სადაც ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ.

ვიდეო ვილნიუსშია ჩაწერილი, სადაც ასევე იმყოფებიან ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,დროას” ლიდერები ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია.

“ძვირფასო ნიკა მე როგორც ყოფილი პოლიტპატიმარი, მინდა გამძლეობა გისურვოთ. არ დანებდეთ. ვიცი რომ სწორ საქმეს ვაკეთებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. საქართველო გახდება ცივილიზებული, ერთიანი, მშვიდობიანი და ევროპული ქვეყანა. გვახსოვხართ და თქვენზე ვფიქრობთ. მხნედ იყავით” – ნიკოლაი კოზლოვი – ბელარუსის გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერი; ყოფილი პოლიტპატიმარი

“ნიკა, თავისუფლება გულშია და მას აუცილებლად დაელოდეთ. ჩვენ ქვეყანასა და პირადად ჩვენ თავისუფლება გვიწერია. ამაში დარწმუნებული ვარ. მთავარია არ დანებდეთ და მხნედ იყავით. შეხვედრამდე” – ვადიმ სარანჩუკი ბელარუსის “სახალხო ფრონტის” ლიდერი

ნიკა, ბელარუსის „მწვანეთა პარტიის“ სახელით მინდა თავისუფლება გისურვოთ. თქვენი ბრძოლა ბელარუსული მედიისა და ბელარუსი პოლიტიკოსებისთვის სამაგალითოა. ის რასაც თქვენ საქართველოში აკეთებთ და ის თემები რაზეც საუბრობთ, მნიშვნელოვანია ასევე ბელარუსისთვის, ამიტომ ვიტყვი, რომ თქვენ იბრძვით. სოლიდარობას გიცხადებთ და ჩვენ ვიბრძოლებთ ბელარუსისა და საქართველოს თავისუფლებისთვის” – დმიტრი კუჩუკი – ბელარუსის მწვანეთა პარტიის ლიდერი

ბელარუსი და საქართველო უკეთესს იმსახურებენ. ამ უკეთესში ევროპულ მომავალს ვგულისხმობ. თავისუფლებაში ყველაზე დიდი ნაბიჯია, როდესაც მედიის წარმომადგენლებს აკავებენ, ჟურნალისტებთან ბრძოლა შეცდომაა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქვეყანაში პრობლემებია. მე საბჭოთა პერიოდში რამდენჯერმე ვიჯექი ციხეში, ამიტომ კარგად ვიცი, რომ ციხიდან კიდევ უფრო ძლიერები გამოდიან. თუ გინდა რომ სწრაფად წახვიდე, იარე მარტომ, თუ გინდა, რომ ძლიერი იყო იარე გუნდთან ერთად. ამიტომ გთავაზობთ, საქართველომ და ბელარუსმა ერთად იარონ ევროპისკენ, იმ ევროპისკენ, სადაც არ ჰყავთ პოლიტპატიმრები და სადაც ყველა ადამიანი თავისუფალი იქნება” – ანატოლი ლებედკო ბელარუსის გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ლიდერი.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...