მთავარისიახლეებისალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

Published on

სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით იტალიაში იმყოფება. ის კოლეგას, სერჯო მატარელას შეხვდა და გაფართოებულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შესახებ ისაუბრეს.

როგორც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ განაცხადა, საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია და ის მისი ნაწილი უნდა იყოს.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დღეს ახალი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, უკრაინამ შეძლო და აჩვენა რუსეთის ნამდვილი და სასტიკი სახე, ეს ყველაფერი საფრთხეს ქმნის ჩვენთვისაც და რეგიონისთვისაც – საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია.

სერჯო მატარელამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იტალიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იტალიას, რომ ქვეყანა ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამ გზაზე საქართველოს მხარდამჭერია.

30 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების გათვალისწინებით, საუბარი შეეხო საქართველო იტალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....