მთავარისიახლეებიწალენჯიხის ვიცე-მერი თანამდებობას ტოვებს

წალენჯიხის ვიცე-მერი თანამდებობას ტოვებს

Published on

წალენჯიხის ვიცე-მერი, ლაშა ზარქუა თანამდებობას ტოვებს – მან მერს, გიორგი ხარჩილავას სამსახურიდან წასვლაზე ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.

მერის მოადგილის გადაწყვეტილების მიზეზი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა გახდა, რომელიც ხელისუფლების განკარგულებით შემუშავდა. პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი იყო დრო, მოსახლეობასთან კონსულტაციებისთვის, რათა მათ საჭიროებებზე მორგებული პროექტები შერჩეულიყო. გეგმის შემუშავების შემდეგ პროექტი ვიცე-მერს, ლაშა ზარქუას უნდა დაერეგისტრირებინა.

ზარქუა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვადები კარგად იცოდა, “გულმავიწყობის” გამო, პროექტის საკრებულოსთვის წარდგენა დააგვიანდა – საბუთების წარდგენა 1 მაისს დასრულდა, ზარქუამ კი პროექტი საკრებულოს 2 მაისს წარუდგინა და წარმომადგენლობითმა ორგანომ ის 11 მაისს განიხილა.

წალენჯიხის მერიაში პროექტის “ჩაგდებისა” და მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანის გამო, დისციპლინური საქმისწარმოება დაიწყო. ზარქუამ თქვა, რომ პროექტის ვადების გადაცილებით წარდგენის გამო პასუხისმგებლობას გრძნობს და თანამდებობას ტოვებს.

ცნობისთვის, ლაშა ზარქუა 2016 წელს “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო დღეს, 10 წუთით ადრე საკუთარი კანდიდატურა “ქართული ოცნების” კანდიდატის, ბესკი ფარცვანიას სასარგებლოდ მოხსნა. მიზეზად კი ნათესაური კავშირი დაასახელა. შესაბამისად, 2016 წელს “ნაციონალურ მოძრაობას” წალენჯიხაში მერობის საკუთარი კანდიდატი არ ჰყოლია.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...