მთავარისიახლეებიმდგომარეობა კრიტიკულია, რეალურად არაფერი შეცვლილა - მიხეილ სააკაშვილის ოჯახი "ემპათიას" დასკვნის მოლოდინშია

მდგომარეობა კრიტიკულია, რეალურად არაფერი შეცვლილა – მიხეილ სააკაშვილის ოჯახი “ემპათიას” დასკვნის მოლოდინშია

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი “ვივა მედის” კლინიკაში რჩება, პარალელურად მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნას ამზადებს ალტერნატიული კონსილიუმი. დოკუმენტს ელოდება მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, რომელიც შიშობს, რომ მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდება, რადგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

სააკაშვილის ოჯახი ფიქრობს, რომ ალტერნატიული კონსილიუმის დასკვნა იქნება მნიშვნელოვანი, რომ გადაწყდეს მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობა.

“მიშა არ არის კარგად, ამას მეტყველებს მისი ვიზუალური მდგომარეობა, ის რომ აღარ ესწრება პროცესებს. მდგომარეობა არის კრიტიკული, მდგომარეობა არის იგივე, ამას დიდი ხანია ვიძახით, მოყოლებული იმ დროიდან, როდესაც დაიდო დასკვნა, რომ მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, რეალურად არაფერი შეცვლილია.

შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, დაიდოს სპეციალური დასკვნა, კიდევ ერთხელ, რომ საფუძვლად დაედოს მის სპეციალიზებულ, ევროპულ კლინიკაში გადაყვანას. თხოვნა შეწყალებაზე, სასჯელის შეცვლაზე არ არის, აქ არის საუბარი ადამიანის ჯანმრთელობაზე”, – ამბობს დავით სააკაშვილი.

ცნობისთვის, “ემპათიას” წევრი ექიმები მიხეილ სააკაშვილთან წინა კვირას იმყოფებოდნენ. მათ თქვეს, რომ დასკვნისთვის დაახლოებით 2 კვირა დასჭირდებათ.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....