მთავარისიახლეებიგასულ 5 წელში ნიკა გვარამია ერთადერთია, რომელიც სასამართლომ სსკ-ის 220-ე მუხლის გამო...

გასულ 5 წელში ნიკა გვარამია ერთადერთია, რომელიც სასამართლომ სსკ-ის 220-ე მუხლის გამო ციხეში ჩასვა

Published on

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” აცხადებს, ბოლო 5 წლის მანძილზე პირველი ინსტანციის სასამართლოებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე ჯამში 11 საქმეზე 19 პირის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა არცერთის მიმართ რეალური საპატიმრო სასჯელი არ გამოუყენებიათ.

გამონაკლისი, მხოლოდ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აღმოჩნდა.

ორგანიზაციას ეს ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებული სტატისტიკის მიხედვით აქვს.

ცნობისთვის, სსკ-ს 220-ე მუხლით ბრალდებულ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, 2022 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განაჩენით 3 წლისა და 6 თვის ვადით, თავისუფლების აღკვეთა შეეფერდა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...