მთავარისიახლეებიერთი კვირის თავზე გამოვიტანთ საკითხს, მთავრობა "ბორჯომის" თანამფლობელი გახდება - ღარიბაშვილი

ერთი კვირის თავზე გამოვიტანთ საკითხს, მთავრობა “ბორჯომის” თანამფლობელი გახდება – ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ მთავრობის სხდომაზე კომპანია “ბორჯომში” მიმდინარე პროცესებსა და თანამშრომლების გაფიცვას გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მომავალ კვირას მთავრობის სხდომაზე გამოიტანენ საკითხს და კომპანიის თანამფლობელი მთავრობა გახდება.

“ეკონომიკის სამინისტრომ დაასრულა პრაქტიკულად უკვე მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე ჩვენ გამოვიტანთ საკითხს და ბორჯომის აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი. ამით ეს პრობლემაც მოგვარდება, მე ვიცი, რომ მანამდე რაღაც გარკვეული სირთულეები არის, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ, მე დღეს მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია. მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექეცით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ბორჯომში ორივე ჩამომსხმელი ქარხანა დღეს დილიდან პიკეტირებულია. გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც იმ დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან.

ადგილზე საგანგებო მობილიზება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ცოტა ხნის წინ კომპანიამ გაფიცულების ბრალდებას უპასუხა და თქვა, რომ სამსახურში არცერთი ახალი კადრი არ აუყვანია.

პროცესში მედიატორად ერთვება ჯანდაცვის სამინისტრო.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...