მთავარისიახლეებიბალტიის ზღვაში NATO-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც ფინეთი და შვედეთიც მონაწილეობს

ბალტიის ზღვაში NATO-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომელშიც ფინეთი და შვედეთიც მონაწილეობს

Published on

ბალტიის ზღვაში კვირას NATO-ს ორკვირიანი საზღვაო წვრთნები დაიწყო. მასში მონაწილეობას 7 000-ზე მეტი მეზღვაური, ასევე, საჰაერო ძალების წარმომადგენლები მიიღებენ. წვრთნებში მონაწილეობას 16 ქვეყანა იღებს, მათ შორის ორი სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მსურველი – ფინეთი და შვედეთი.

BALTOPS ყოველწლიური საზღვაო წვრთნები 1972 წელს დაიწყო და ის არ იმართებ რაიმე კონკრეტული საფრთხის საპასუხოდ. წვრთნებს წელს შვედეთი მასპინძლობს

საზღვაო წვრთნების წინ, რომელშიც 45 ხომალდი და 75 თვითმფრინავი მონაწილეობდა, აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსანმა შვედეთში განაცხადა, რომ ნატოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰელსინკისა და სტოკჰოლმის მთავრობების მხარდაჭერა.

“ჩვენთვის, შეერთებული შტატებისთვის და ნატოს სხვა ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, გამოვხატოთ სოლიდარობა როგორც ფინეთთან, ასევე შვედეთთან ამ წვრთნებში”, – თქვა შაბათს ბორტზე გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა გენერალმა მარკ მილიმ.

მისი თქმით, მოსკოვის პერსპექტივიდან, ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება “ძალიან პრობლემური” იქნება და რუსეთს რთულ სამხედრო პოზიციაში დატოვებს, რადგან ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლი თითქმის მთლიანად გარშემორტყმული იქნება ნატოს წევრებით.

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...