მთავარისიახლეებიმსოფლიოარის თუ არა უკრაინელებისთვის გადაცემულ ცხედრებს შორის ბახვა ჩიქობავას ცხედარი, ჯერ დაუდგეენელია

არის თუ არა უკრაინელებისთვის გადაცემულ ცხედრებს შორის ბახვა ჩიქობავას ცხედარი, ჯერ დაუდგეენელია

Published on

ცხედრების გაცვლის პროცესის ფარგლებში, 4 ივნისს უკრაინამ რუსი ოკუპანტებისგან მიიღო “აზოვსტალში” და მარიუპოლის სხვადასხვა ადგილებში დაღუპულ მეომართა ცხედრები, ამის შესახებ Associated Press იტყობინება.
“აზოვის” ექს-მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა განაცხადა, რომ ათეულობით ცხედარი, რომლებიც ამოყვანილია “აზოვსტალის” ნანგრევებიდან, უკვე კიევშია და მათ დნმ-ის ანალიზი უტარდება.
ჟორინის ინფორმაციით, ცხედრების გაცვლა შედგა პრინციპით 160-160-ზე.
“მინიმუმ ორი სატვირთო მანქანის ძარით მოიტანეს ცხედრები კიევის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დნმ-ის ანალიზი ჩატარდება”, – განაცხადა ერთერთი უგზო-უკვლოდ დაკარგული, სავარაუდოდ, “აზოვსტალში” დაღუპული მებრძოლის ძმამ.
შეგახსენებთ, მარიუპოლში დაღუპულ მებრძოლთა შორისაა “აზოვის” ერთერთი დამფუძნებლის, ბახვა ჩიქობავა, თუმცა, არის თუ არა მისი ნეშტი უკვე გადმოცემულ ცხედრებში, ჯერჯერობით დაუდგენელია.
–
შემოგვიერთდით ტელეგრამ-არხზე “ოდიში Live – უკრაინა”: მოკლე, ოპერატიული, გადამოწმებული ინფორმაცია რუსეთ-უკრაინის ომზე.

სიახლეები

პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ბრალდებით გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე...

რუსეთმა კიევს სამი ტალღით 21 ბალისტიკური რაკეტა ესროლა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ღამის თავდასხმის სამიზნე უკრაინის 12 ოლქი გახდა. დაიღუპა ორი...

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...