მთავარისიახლეებიაფრიკის გარეთ "მაიმუნის ყვავილის" 780 შემთხვევა დადასტურდა

აფრიკის გარეთ “მაიმუნის ყვავილის” 780 შემთხვევა დადასტურდა

Published on

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაიმუნის ყვავილის 780 დადასტურებული შემთხვევაა იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი ჩვეულებრივ არ გვხვდება.

ეს დაახლოებით სამჯერ აღემატება 257 შემთხვევას, რომელიც დაფიქსირდა ერთი კვირის წინ.

WHO გლობალური რისკის დონეს “ზომიერად” აფასებს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ინფექცია ფართოდ გავრცელდა ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ფარგლებს გარეთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, შემთხვევები დაფიქსირდა 27 ქვეყანაში, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის “ენდემური”. ახალი შემთხვევების უმეტესობა არის ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე, მცირე რაოდენობით მექსიკაში, არგენტინაში, მაროკოში და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში.

ყველაზე მეტი შემთხვევა დიდ ბრიტანეთშია – 207, შემდეგ მოდის ესპანეთი – 156 და პორტუგალია 138.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...