მთავარისიახლეები"აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში" - ხარჩილავა გადამდგარ მოადგილეზე

“აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში” – ხარჩილავა გადამდგარ მოადგილეზე

Published on

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა მისი მოადგილის გადადგომაზე წერს და ადგილობრივებს მიმართავს. ხარჩილავას თქმით, ლაშა ზარქუას დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი არჩევნების შემდგომი პერიოდის მერიის წარმატებებში და ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით. ხარჩილავას შეფასებით, ზარქუამ აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში, როდესაც გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო:

წალენჯიხის მოქალაქეებს!
დაკავებული თანამდებობიდან გადადგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა.
ლაშას დიდი წვლილი მიუძღვის ადგილობრივი არჩევნების შემდგომი პერიოდის მერიის წარმატებებში,სხვადასხვა პროგრამების,მათ შორის,თვითონ “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფორმირებაში,რეფორმებში თვითმმართველობის მომავალი სტრატეგიის განსაზღვრაში.
იგი ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით,მისთვის უმთავრესი იყო წალენჯიხელი ადამიანი,მოქალაქე ,მისთვის მიუღებელი იყო ნებისმიერი მიზეზი,რაც შეიძლებოდა მუნიციპალიტეტის განვითარებას შემაფერხებელი გამხდარიყო.მაგრამ,როცა საქმე პირადულ გადაწყვეტილებას ეხება ,დიდი სიმამაცეა საჭირო!!
ქართული თვითმმართველობის ისტორიაში ეს გახლავთ უპრეცედენტო შემთხვევა,როცა ასეთი მაღალი რანგის საჯარო მოხელემ რეალობას თვალი ჯიუტად გაუსწორა,აიღო პირადი პასუხისმგებლობა და ეს მაშინ,როცა ფული დაბრუნდა და პროგრამა გრძელდება.
დიახ,მხოლოდ მას შემდეგ,რაც ყველაფერი კალაპოტში ჩადგა,მან საჭიროდ ჩათვალა,აიღო “სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა და ამით აჩვენა უმაღლესი კლასი პოლიტიკაში!
ამას ვერასდროს გაიგებენ სკამს ჩაჭიდებული ჩინოვნიკები და მედროვე კომფორმისტები,ვერასდროს გაიგებენ ბიუჯეტს მიტმასნილი,ჩასაფრებულ ადამიანთა კასტა,ვერასდროს გაიგებენ ისინი,რომელთაც სახელმწიფო მხოლოდ კეთილდღეობის წყარო ჰგონია და არა პასუხისმგებლობის ნაწილი!
მოსახლეობის და მერიის სახელით, მადლობას ვუხდი ლაშას გაწეული მუშაობისთვის,მიღებული მაღალმორალური გადაწყვეტილებისთვის.ამასთან,ის დარჩება იდეალების ერთგული-გუნდის წევრად და კიდევ ბევრი სასარგებლო საქმის კეთების თანაავტორად!
წალენჯიხის მერია გააგრძელებს უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებას თვითმმართველობაში,დემოკრატიაში,მოსახლეობასთან ურთიერთობაში,გამჭვირვალეობაში,მართვის ხარისხში.
ჩვენ,ჩვენი ხედვებით და გადაწყვეტილებებით,შევცვლით დამკვიდრებულ სტანდარტებს.
წალენჯიხა სამაგალითო სტანდარტების წყაროა!წალენჯიხა გადამდებია!” წერს გია ხარჩილავა.

სიახლეები

უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

პროკურატურა ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შსს-ს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის მეშვეობით ცდილობს – TI

"პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორიზმის საქმის აგებას მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ძაღლის...

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....

მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...