მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელების კონტრშეტევები და მტრის უკანდახევა - რა უნდა ვიცოდეთ ომის 101-ე დღეს

უკრაინელების კონტრშეტევები და მტრის უკანდახევა – რა უნდა ვიცოდეთ ომის 101-ე დღეს

Published on

სლავიანსკის მიმართულებაზე მტერი შეტევით ოპერაციებს ატარებდა, თუმცა, დანაკარგი განიცადა და უკუიქცა, – იტყობინება უკრაინის არმიის გენშტაბი.

მდინარე სევერსკის მიმართულებაზე, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ნაწილების თავმოყრას ბრიანსკისა და კურსკის ადმინისტრაციული საზღვრების მიდამოებში. სლობოჟანსკის მიმართულებაზე ამ დრომდე გრძელდება შეტაკებები.

დასახლება შიპოვატოს მიმართულებით შეიმჩნევა საწვავითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული კოლონის გადაადგილება. უკუმიმართულებით რუსები დაზიანებული ტექნიკის (დაახლოებით 100 ერთეული) ევაკუაციას ატარებენ.

ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის ძირითადი ძალისხმევა მიმართული არსებული პოზიციების შენარჩუნებისკენ, ამავე დროს, დასახლებული პუნქტების გლუბოკოეს, რუსკიე ტიშკის, სტარი სალტოვისა და ჩერკასსკი ტიშკის მიმართულებაზე ბრძოლები მიმდინარეობს.

დასახლებულ პუნქტ მოხნაჩში რუსმა ოკუპანტებმა რაკეტით სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დააზიანეს.

სლავიანსკის მიმართულებაზე მტერმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა გრუშუვახას, ტატიანოვკასა და დუბროვნოს. ჰქონდათ შტურმის მცდელობა ბოგორდიჩნოეს მიმართულებით, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი იყო.

რუსებმა უშედეგო იერიში მიიტანეს დასახლება ვერნოპოლიაზე, დანაკარგი განიცადეს და უკუიქცნენ.

დონეცკის მიმართულებაზე მტერი ნაღმმტყორცნებით უტევს უკრაინულ პოზიციებს მთელი პერიმეტრის გასწვრივ, ასევე, მუშაობს არტილერია. გამოყენებულია ოპერატიულ-ტაქტიკური და არმიული ავიაცია.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...